ერთი საათიც არ გასულა მას შემდეგ, რაც გურიაში მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს. შიშს და შეშფოთებას მოსახლეობა ერთმანეთს სოციალურ ქსელში უზიარებს.
თუმცა, გურულებს იუმორის გრძნობა ამჯერადაც არ ღალატობთ.
“მიწისძვრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, შეკვეთილია, რა ქენით ამფერი, ნაციონალებო!” _ წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.