თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის კედელი. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა.
მერის წარმომადგენლის თქმით, უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება.