“მიწისთვის მენანები ილია…
ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული. შენი მკვლელი უნდა დახვრიტონ… დიდი სევდა დაგვიტოვე, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება ყველა ჩვენგანს, ვინც გიცნობდა. მართალია, დაგვტოვე და წახვედი, მაგრამ შენ ჩვეენს გულებში მაინც იცოცხლებ.
ასე ახალგაზრდა 30 წლისას მოგისწრაფეს სიცოცხლე უცხო ქვეყანაში… დაგვიტოვე უდიდესი ტკივილი. მიძნელდება, როდესაც წარსულზე ვლაპარაკობ შენზე. სათუთად გეფერებით შორიდან, ჩვენო ჩამქრალო სიცოცხლევ… შენს ხსოვნას დავიწყება არ უწერია… ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ-საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. რამდენს სიყვარულს სითბოს და სიკეთეს იტევდა ილია შენი პატარა, მაგრამ საოცრად დიდი გული…
ყველას გვემახსოვრები. ყველაზე საყვარელი და საუკეთესო ხარ ჩვენი დიდი ტკივილიი ხარ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ილია კახაბერიძის ოჯახსა და ახლობლებს….
ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე დროს სიტყვები არ უძლურია…” _ წერს “შოთო სიხარულიძე-ქართველი ემიგრანტები” სოციალურ ქსელში.