საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება კეკელიძის ქუჩიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს.
“მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევაღშეეების წახალისება!”_ წერს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა:
“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!”