საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო და მიუღებლად მიიჩნევს ტრაგედიით სპეკულირების გზით რეიტინგის ზრდას, _ ამის შესახებ ჟურნალისტური ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო. კატეგორიულად მიუღებელია ტრაგედიით სპეკულირება და ამით გამოცემის რეიტინგის ზრდა.
საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ არსებობს მომეტებული ინტერესი, თუმცა, დაცული უნდა იყოს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ქარტია მიმართავს მედიასაშუალებებს პატივი სცენ გარდაცვლილის ახლობლებს და თავი შეიკავონ ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირებისგან”, _ აღნიშნულია განცხადებაში