ოზურგეთელი ანნა ბორჩხაძე წლებია თელავივში ცხოვრობს და მუშაობს. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, თუ რა ხდებოდა ისრაელში გუშინ, ღამით.
“გურია ნიუსი“ ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა ანნა ბორჩხაძეს. მისი თქმით, დღეს ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ღამით ისევ დაიძაბოს სიტუაცია.
“წუხელ მძიმე მდგომარეობა იყო თელ-ავივში პირველი სირენა ჩაირთო 9 საათზე და 10 წუთში 170 რაკეტა ისროლეს. სირენა“ ასევე ჩაირთო ღამის 12 საათზე და 03:00-ზე. დილისკენ ჩაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ყველაფერი დასრულდა.
დღესაც არის მოსალოდნელი მსგავსი სიტუაცია განმეორდეს, რაც გუშინ გადავიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული ფონი არის, ისრაელში ამ დროისთვის ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება. ყველანი დავუბრუნდით სამსახურებში და ვერ იგრძნობთ, რომ ქვეყანა ომის ზღვარზეა.
ყველაზე მეტად, რაც მოხდა გუშინ, აეროპორტზე მიიტანეს იერიში და რამდენიმე საათით აეროპორტი იყო დაკეტილი. ასევე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არცერთი მხარე იერუსალიმს, არ უნდა შეეხოს, მაგრამ ეს შეთანხმება არ სრულდება _ ორი დღის წინ გოდების კედელთან ჩამოაგდეს ბომბი ღაზას სექტორიდან“, _ გვითხრა ანნა ბორჩხაძემ.