საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.
როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან.
“მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან”, – წერს იოსელიანი.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.