რუსული მედია შეშფოთებას ვერ მალავს კურსკის ოლქის სოფელ კრომსკიე ბიკისთან მიმდინარე ბრძოლების გამო, _ იუწყება 24tv.ua.
როგორც რუსები ამბობენ, ამ სოფლის დაკავება უკრაინის ჯარებს გზას გაუხსნის კურსკის ატომური ელექტროსადგურის მიმათულებით.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეინიშნება სამხედრო აქტივობა სოფელ ლგოვიდან 13 კილომეტრში. აღსანიშნავია, რომ კრომსკიე ბიკიდან ლგოვის მიმართულებით კარგი ასფალტირებული გზაა, რაც დაეხმარება უკრაინის არმიას სწრაფ გადაადგილებაში, ლგოვში შესვლის შემდეგ კი გაიხსნება გზა ქალაქ კურჩატოვისკენ, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ეს კი რუსეთისთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება.
მოკლედ, რუსული საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, რუსეთმა კურსკის ოლქში უკვე დაკარგა 350 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, თუმცა,ამ დაკარგული ტერიტორიების რაოდენობა საათობით იზრდება.