დღეს ეპიდემიის დაწყებიდან საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს.
„24 საათის განმავლობაში 11527 პსრ კვლევა ჩატარდა და გამოვლენილი ავადმყოფებიდან ყველაზე მეტს სიმპტომები აღენიშნება.
რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტემპერატურის მომატება, ხველა სუნთქვის გაძნელება, მივმართოთ ოჯახის ექიმს. თუ ვიცით მისი ტელეფონის ნომერი დავურეკოთ ან 112-ის საშუალებით დავუკავშირდეთ. ჩავიტაროთ ტესტი და ვიმოქმედოთ ექიმის მითითებებით“,_ ამბობს გამყრელიძე.
ცნობისვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2537 პირი, გარდაიცვალა 19.
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -მდე გაიზარდა, გარდაცვალებულთა რაოდენობა კი 381-ია.