საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.