განვმარტავთ, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპლიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია სისტემური რეგისტრაციის ბიუჯეტში.
დღეის მდგომარეობით, მიწის რეფორმის ფარგლებში უკვე აზომილია 612 609 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 194 530 ჰა და რეგისტრირირებულია 482 190 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 173 272 ჰა. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო 2022 წელს, მოქალაქისათვის არის სრულიად უფასო და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ”,_ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროში.