აქციის მონაწილეები რუსთაველზე მჯდომარე აქციას მართავენ ორგანიზატორების განცხადებით, პოლიცია ამ წუთებში თათბირობს, რომ ქუჩებიდან რაც შეიძლება მეტი ხალხი გააძევოს.
ორგანიზატორები მოსახლეობას თხოვენ, გამოვიდნენ და რუსთავველზე მჯდომარე აქცია გამართონ.
ამასობაში საპატრულო პოლიციის უფროსი და აქციის ორგანიზატორები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ორგანიზატორებმა პოლიციას მოუწოდეს დაიცვან ხალხი, გადავიდნენ საზოგადოების მხარეს: „მათ 20 ივნის ვერ დაიცვეს ხალხი და ახლა მაინც შეძლონ დაცვა“, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.