დაღუპულ დემონსტრანტთა რიცხვის ზრდის ფონზე, ირანი მოქმედი ხელისუფლება რეპრესიებს აძლიერებს _ The Wall Street-ის ინფორმაციით, ირანის არმიამ გამოაცხადა, რომ მზადაა ჩაერთოს მასობრივი პროტესტის ჩახშობაში.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ „მკაცრად დაიცავენ ეროვნულ ინტერესებს, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას და სახელმწიფო საკუთრებას“. ამასთან, მათ დაადანაშაულეს ისრაელი და „ტერორისტული დაჯგუფებები“ არეულობის მოწყობაში.
აქამდე დემონსტრანტების დაშლაში მხოლოდ პოლიცია და გასამხედროებული ფორმირებები მონაწილეობდნენ.
































































