დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რითაც აფრთხილებს მოსახლეობას, ვისაც covid 19 ით ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა.
“მოსახლეობის საყურადღებოთ!
დღეს ვისაც ახლო კონტაქტი გქონდათ covid 19- ით ინფიცირებულებთან განიხილებით როგორც პოტენციურად ინფიცირებულები. რის გამოც ჩვენი ეპიდემიოლოგების მკაცრი მოთხოვნაა დავიცვათ 12 დღიანი საკარანტინო წესები. რაც გულისხმობს როგორც თვითიზოლაციას, ასევე გამონაკლის შემთხვევაში თვითმონიტორინგს, რაც ასევე გულისხმობს სხეულის ტემპერატურის ყოველდღიურ კონტროლს, ისეთი სიმპტომების შემჩნევისას როგორიცაა მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყნოსვის ან გემოვნების დაქვეითება სასწრაფოდ უნდა მიმართოდ თქვენი ოჯახის ექიმს ან დარეკოთ 112 ზე.
კონტაქტიდან მე-12 დღეს ყველას ჩაგიტარდებათ შესაბამისი ტესტირება ადგილობრივი საზ.ჯანდაცვის სამსახურების მიერ. ტესტის პასუხის მიღებისთანავე დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რითმს.
დღეს მხოლოდ ამ რეკომენდაციების მკაცრ შესრულებაზეა დამოკიდებული დაავადების მასიური გავრცელების შეკავება”,_ წერს მჟავია.