სულაკაურის გამომცემლობა განცხადებას ავრცელებს.
“სულაკაურის გამომცემლობა მხარდაჭერას უცხადებს მწერალსა და ჩვენს მეგობარ ტორესა მოსის, რომელსაც დღეს მწერალთა სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მწერლები და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები გუშინ მწერალთა სახლში შეიკრიბნენ და მის დირექტორს, ქეთი დუმბაძეს, მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. დუმბაძე, დაპირების მიუხედავად, შეკრებილებს არ შეხვდა.
დღეს პროტესტის ნიშნად მწერალთა სახლში მისულ ადამიანებს რამდენიმე პირი დახვდათ, მათ შორის, ქეთი დუმბაძის შვილიც, რომელმაც ტორესა მოსის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სულაკაურის გამომცემლობა მხარდაჭერას უცხადებს ყველა ადამიანს, ვისაც სამართლიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ”,_ ნათქვამია განცხადებაში.