ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის მსახიობი, სილვესტერ სტალონე გერმანიის ქალაქ ჰაგენში ჩავიდა, სადაც მისი ნახატების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია მსახიობის იუბილეს ეძღვნება – წელს სტალონეს 75 წელი შეუსრულდა. ჰაგენის მუზეუმში მისი 50 ნახატი ჩაიტანეს. მათ შორისაა ავტოპორტრეტები და ახალგაზრდობის დროინდელი ნამუშევრები, რომელიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.
მანამდე სილვესტერ სტალონეს ნახატების გამოფენა სანქტ-პეტერბურგსა და ნიცაში გაიმართა.
[sexy_author_bio]