მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.
ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ.
კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.
ასევე, ხველების დროს კარგია კომშის გულისა და კურკების ნახარშის სმა. კერძოდ, გაჭერით კომში შუაზე. ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი. დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ – დილით და საღამოს.
წნევის დასაწევად შეგიძლიათ, შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროტრომბინის დროსაც, რადგან ის მის დონეს არეგულირებს.
ავტორი