https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მხსნელი” თუ “ყველაზე დიდი მასხარა” _ ენმ-ს არჩევნების შედეგების შეფასება გურიაში

14:32; 4.02.2023
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს _ ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა ჩაანაცვლა. მან პარტიაში ჩატარებულ არჩევნებში ხმების 52.58% მიიღო.

ხაბეიშვილის პარტიის სათავეში მოსვლას გუნდში ცვლილებაც დაუყოვნებლივ მოყვა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი კობა ნაყოფიამ დატოვა:

“ვტოვებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რაც ერთადერთი გამოსავალია მისი სიცოცხლის გადასარჩენად”, _ განაცხადა ნაყოფიამ.

ნაყოფიას თქმით, მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა პარტიას:

“შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, შემდეგ მივიღებ სხვა გადაწყვეტილებებს, როდესაც სააკაშვილი იქნება თავისუფლებაზე და მასთან შემეძლება კომუნიკაცია. მძიმე არჩევნები იყო და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შევძელი და ყველა გადაწყვეტილება კომისიის შიგნით მივიღეთ კონსესუსით, ორჯერ ჩატარდა კენჭისყრა კომისიის მუშაობის დროს. სხვა საკითხებზე არ ჩაგვიტარებია, იმდენად შეთანხმებულად ვმუშაობდით კამათის მიუხედავად. პროცესი იყო გამჭვირვალე, არავინ ჩარეულა და არანაირი მანიპულაცია არ ყოფილა, გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, ვინც დააგროვა ხმების უმრავლესობა. მე სულ ვამბობდი, რომ შედეგები უნდა აღიარებულიყო, რადგან ვხედავდი, რომ არანაირი მანიპულაცია არ მომხდარა. საზოგადოებას ვანახეთ, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. მოხარული ვიქნები, ასე თუ ჩატარდება საპარლამენტო თუ სხვა არჩევნები”, _ განაცხადა ნაყოფიამ.

მელიას გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ მას აქვს მჭიდრო კონტაქტი თავის ამომრჩეველთან და არასოდეს არ დაკარგავს ამ კონტაქტს. ამავდროულად, კი მიაჩნია, რომ პარტიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაბიჯი უკან გადადგა:

“დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე. ამავე დროს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობრისთვის, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ პოლიტიკურ ეტაპზე რჩება უცვლელი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში. ვრჩები პარტიაში, არ ვეთანხმები ახალარჩეული მმართველობის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიერ”, _ აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ხაბეიშვილის არჩევა მმართველი გუნდის მხრიდან სოციალურ ქსელში ღლიცინის საგანი გახდა. ცნობისთვის, სოცქსელებში ხაბეიშვილის ჯამბაზის ფორმაში გამოწყობილი ფოტო გავრცელდა.

ჩვენთან საუბრისას მმართველი პარტიის გუნდის განწყობა არც ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარემ ჩოხატაურში, ლაშა თოლორდავამ დამალა და განაცხადა რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების ჩატარებით თავი ქვეყნის სასაცილოდ აიგდო, თავმჯდომარედ კი ქვეყნის ყველაზე დიდი მასხარა აირჩია:

“მთელმა ქვეყანამ ნახა მაგათი საქციელი. ერთმანეთს ჩაუტარეს არჩევნები და ქვეყნის სასაცილოდ აიგდეს თავი. რბილად რომ ვთქვათ, “კლოუნი” აირჩიეს, ყველაზე დიდი მასხარა, ალბათ, ჩვენს ქვეყანაში _ ბატონი ლევან ხაბეიშვილი. მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ და სულ მალე დაინახავს ამას ყველა”, _ ამბობს თოლორდავა.

ჩვენ დავუკავშირდით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ლანჩხუთში და მერს, ალექსანდრე სარიშვილს, თუმცა, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა:

“მოსახლეობასთან ვარ ახლა შეხვედრაზე და არ გავაკეთებ კომენტარს ამ შემთხვევაში”, _ გვითხრა სარიშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” მარიკა ჩხიკვიშვილმა სოციალური ქსელის გვერდზე არაერთი მხიარული პოსტი გააზიარა და ხაბეიშვილი “ცირკაჩს” შეადარა. მის პოსტს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

“ცირკაჩი.

ნეტა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები თუ ხვდებიან, რა დაემართათ!

ხაბეიშვილი რომ შეგრჩება პარტიის თავმჯდომარე.

“ნაციონალური მოძრაობის” სახე ოზურგეთში თათია ნიკოლაიშვილი რომ იქნება მართლა სანამდე არიან.

ვუსამძიმრებ დავით მჟავანაძეს. ამისთვის იწვალე ამდენი წელი თათია ნიკოლაიშვილის გამოსაგდები დარჩენილიყავი პარტიიდან?”

ცნობისთვის _ არც თუ ისე დიდი ხნის წინ თათია ნიკოლაიშვილმა რაიონული ორგანიზაცია სუსტ მუშაობაში ამხილა. მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, მჟავანაძეს ოზურგეთში ნიკოლაშვილი ჩაანაცვლებდა.

თუ რა მოხდება რეალურად, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე კი ჩვენ კითხვას პასუხობს:

_ როგორც ამბობენ, ენმ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე, თქვენ თათია ნიკოლაშვილი ჩაგანაცვლებთ. რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს?

_ ჯერჯერობით, მე ვარ თავმჯდომარე. ეს კი თქვენგან მესმის პირველად, _ თქვა მჟავანაძემ.

რაც შეეხება პარტიაში ჩატარებულ არჩევნებს, მჟავანაძე ამბობს, რომ პარტიამ მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და ახლა სააკაშვილის პუტინის ტყვეობიდან გამოსახსნელად უნდა გაერთიანდნენ:

_ ჩვენმა პარტიამ მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. ეს არის დემოკრატიული პროცესი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა არჩევნების დროს. გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა და ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, პარტია იქნება ერთიანი და ახლა უნდა გააქტიურდეს, რათა მიხეილ სააკაშვილი გამოიხსნას პუტინის ტყვეობიდან, _ ამბობს მჟავანაძე.

რეჟიმის დამარცხების აუცილებლობაზე საუბრობს ჩვენთან ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლანჩხუთში, კახა ასკურავაც:

“აუცილებლად მიმაჩნდა ამ არჩევნების ჩატარება. ვიყავი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის ღია მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ პროცესი ძალიან საინტერესოა _ ამას თავად ციფრები მეტყველებს. 50 000 დარეგისტრირებული კაცი და ძალიან მაღალი აქტივობა ემიგრანტების, ვისაც ეჩქარებათ ცვლილებები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ასევე ქვეყანაში.

ვულოცავ ბატონ ლევანს. უდიდესი პასუხისმგებლობაა და მეორე მხარეს, ვინც არჩევნებში დამარცხდა, ვუწვდით თანამშრომლობის ხელს. ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ რეჟიმი. ეს იქნება ნამდვილი გამარჯვება. ეს იყო მოგება”, _ ამბობს კახა ასკურავა.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ლელოდან” გოჩა ჯანაშია მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილს ქარიზმა გააჩნია, მაგრამ არაა ის წონადი ფიგურა, რომელიც “ნაცებს” სჭირდებათ:

“პირველ რიგში, უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერ პარტიაში რაღაც ცვლილება ყოველთვის საჭიროა და ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ უშუალოდ ამ შემთხვევაში, საკმაოდ ბინძური თამაშები იყო. თვითონ პროცესი წარიმართა რთულ ვითარებაში. ორივე მხარემ გამოავლინა ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა. ამან პროცესს გარკვეული დაღი დაასვა.

რაც შეეხება ხაბეიშვილს. ყველამ კარგად ვიცით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან, ელექტორატის სწორედ მისი ამომრჩეველია და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია რომ აქცენტი გაკეთდა ქარიზმატიკაზე, რაც თითქოს ამ ეტაპზე სჭირდება პარტიას, რომ გამოაცოცხლოს არსებული სიტუაცია და ამ მხრივ შეირჩა ფიგურა, რომელიც წონადი არ არის, მაგრამ ქუჩის ქარიზმატიკას ერგება. თუმცა, რა ძალებიც მის უკან დგას, გვაფიქრებინებს, რომ ის არ იქნება წონადი ფიგურა, რომელიც სჭირდება ამ პარტიას”, _ ამბობს გოჩა ჯანაშია ჩვენთან საუბრისას.

ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე გოგი ბოლქვაძე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” შეთანხმებულ მუშაობაზე საუბრობს და ენმ-ს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შეფასების თხოვნისას, ასეთ კომენტარს აკეთებს:

“ვფიქრობ, ეს საარჩევნო პროცესი, თავისი შედეგით, როგორც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, სააკაშვილის ჩამოყვანა, იყო შეთანხმებული “ოცნებასთან”. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებშიც გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა. წლებია, ასე შეხმატკბილებული ეს ორი ორგანიზაცია ყველა არჩევნებზე ერთმანეთს ავსებს”.

მსგავს პოზიციას იზიარებს გახარიას პარტიის წევრი ლანჩხუთში, ჯუმბერ ბლაგიძეც:

“ორივე ერთმანეთთან შეწყობილად მოქმედებდნენ და მოქმედებენ დღემდე. ამას ყველაზე კარგად ქართველი ხალხი ხედავს. “ნაციონალებიც” და ხელისუფლებაც, პასუხისმგებლობას გაურბიან და თუ რამე ხდება, ერთმანეთს აბრალებენ. ესაა ძალიან ცუდი”, _ გვითხრა ბლაგიძემ.

თავად ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის.

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისიც რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს.

“მიშა (სააკაშვილი)! მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი”, _ მიმართა ხაბეიშვილმა სააკაშვილს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ლევან ხაბეიშვილი
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

დაიშალა თუ არა გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია

10:29; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სიმონ ჯანაშია: ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, უნივერსიტეტები დაემორჩილონ ერთ პარტიას

10:11; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიას – თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში

09:54; 15 თებერვალი, 2026

ლანჩხუთში დაპირისპირების დროს სტიქაროსანი დაჭრეს

ნისლში გახვეული შემოქმედის მამათა მონასტერი

ყველა სიახლე

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16.02.2026
ზაფრანი

ქმარი, ცოლი და ასტროლოგია   

10:13; 16.02.2026
ზაფრანი

რა საჩუქარი მიიღე სამყაროსგან    

10:11; 16.02.2026
ზაფრანი

შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშნები    

10:08; 16.02.2026
საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო