ოლიმპიურ სასახლეში მკლავჭიდელთა ახალდაფუნებული კავშირის ყრილობა გაიმართა.
კავშირის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ავთანდილ ახვლედიანი აირჩიეს. საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის საპატიო პრეზიდენტად ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ზაურ ცხადაძე დასახელდა.
სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით გამართულ ყრილობაზე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები – ნიკა ახალბედაშვილი, რევაზ ლუტიძე და გამგეობის წევრები: ლევან საგინაშვილი, ირაკლი გამთენაძე, გურამ ფაშურიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე.
ყრილობაზე ასევე დამტკიცდა კავშირის წესდებაც, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ საბაზისო ნორმებთან.