,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისიდან დაიწყო. ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და იმ ძირითად მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გამოც სურს გაპრეზიდენტება.
,,მე იმიტომ მოვდივარ, რომ მქონდა ბავშვობიდან რაღაც ისეთი გრძნობა ჩანერგილი, არ ვიცი, საიდან მოდის, როცა საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს დრო უთუოდ მოვიდოდა, რაღაცნაირად მივიღებდი მონაწილეობას იმ სახელმწიფო სამსახურში, რომლისთვისაც ასე თუ ისე ვემზადებოდი.
მოვდივარ თქვენ წინაშე ისეთი, როგორიც ვარ. მე არ ვთამაშობ, მოვდივარ ჩემი წარსულით მტკიცე პრინციპებით, ჩემი ხასიათით, ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით, ასევე, ჩემი გავლილი გზით“, _მიმართა ზურაბიშვილმა ქუთაისში შეკრებულ საზოგადოებას.