ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ.
„დილის საინფორმაციო გამოშვება – მასალები მოსმენილია ტელეფონით და ჩავიწერე მე! აა, წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ გურული ამ შემთხვევაშიც ჯილეხი და დაუმორჩილებელია, ყოველნაირად ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს აკრძალვებს…
გურია
იალონზე დუუყევი სასაფლაოსკენ და პაწა კულიოკით კვერცხები წევიღე, მკტრებს მილიცია ცავს და იგენთან ახლოს მისლიზა ქვეყანა ჯარიმა აქვენ გახაზირებული, ხოოოდა, უნკანამიდან გადევედი, შკერის ბუჩქებია და ამევეფარე და გადმოღმიდან ვისროლე და ვისროლე აი კვერცხები, ჩემების საფლავი ღობერის კედაროსაა და კი დუუმიძნე კარქა და ჩავყარე და დუუძახე-ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა, ზოგი სხვების საფლავზეც დაცვინდა , მარა კაიააა, იგენსაც გუუხარდებიენ…ქრისტე აღსდგა-დასტურ, მადლი მახარობელს!
ქართლი
ბჯოოოს, საფლავზე გუშინ გავედით, სუ ჯაგები იყო, ნაწვიმარზე ბალახი კარქა გავგლიჯეთ, გავასუფთავეთ და კვერცხები დავაწყვეთ და პასკაიც დავდეთ, თითო ჭიქაც დავლიეთ ხოდა, ქრისტე რო აღდგებოდა იქვე დახვდებოდა ყველაფერი!!!
რაჭა
ნეტაი, სა გვეჩქარება, კვირის სწორს გავალთ საფლავებზე, იქ დაგვხვდებიან აპა, სა წავლენ და მივულოცავ და კვერცხსაც გადავუგორებთ.
კახეთი
აგე, კვერცხები დავღებეთ, ახლა თონიდან ქალი შოთებს ამაიღებს და ვიტყვით ქრისტეს
აღდგომას, მისასვლელი აქედანაც კარქა მიუვათ ჩვენს მიცვალებულებს, მთავარია. გულით თქვა- ქრისტე აღდგა!
ზემო იმერეთი
დილიდან ჩიტების ისეთი ჟივჟივია, მგონი მხოლოდ აღდგომა დილით იციან ასე, ცა და ჰაერი სავსეა ხმებით, საფლავზე გუშინ გავედით, დღეს აგერ ეზოში მწვადს შევწვავთ –
ქვევრის მწვადი პირველად უნდა გავსინჯოო!!!ცოცხალი ადამიანი რას არ მოიფიქრებს!
გაუმარჯოს სიცოცხლეს დედამიწაზეეე!!!
წყარო: საკრიმანჭულო საზოგადოება