ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, კალიფორნიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ ადამიანი კვირაში 5 ცალ კაკალს შეჭამს, სიციცხლეს 7 წლით გაიხანგრძლივებს.
კაკალი მდიდარია სელენით და ცხიმმჟავა ომეგა 3-ით, რომლებიც იცავენ გულ-სისხლძარღვებს. მას არ ჩამორჩებიან – თხილი, ნუში, ფსტა, კედრის თესლი. ისინი უხვად შეიცავენ კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოფსფორს და სხვა ელემენტებს. ასევე ცილას (16%-25%-ით). E ვიტამინის წყალობით ამცირებენ სიბერეში მეხსიერების დაქვეითებას და ინფარქტის განვითარების რისკს, ამ მხრივ პირველ ადგილზეა ნუში. ნუშს ადვილად ითვისებს ორგანიზმი.
კაკალი სწრაფად ახშობს შიმშილის გრძნობას, მატებს ადამიანს მხნეობასა და ენერგიას.
კაკალი ხსნის თავის ტკივილს, სტრესს, გაღიზიანებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.