საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები. 130 000 ყავის მოყვარულთა სამედიცინო მაჩვენებლების შესწავლის და შედარების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის გამოზომილად მოხმარება ორგანიზმს რიგი საშიში დაავადებებისგან იცავს.
მეორე ტიპის დიაბეტი _ ყავის სმა ხელს უწყობს ცილის გამომუშავებას, რომელიც სტეროიდულ ჰორმონებს- ტესტოსტერონს და ესტრადიოლს ბოჭავს. სწორედ ეს ჰორმონები ახდენენ გარკვეულ გავლენას შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებაზე.
იმისთვის, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით შემცირდეს, მამაკაცებმა დღეში 6 ჭიქა ყავა უნდა დალიონ. ქალების შემთხვევაში ეფექტი უფრო ნაკლებია, თუ დღეში 6 ჭიქას დალევენ, დიაბეტის განვითარების რისკი მხოლოდ მესამედით შემცირდება.
ღვიძლის დაავადება _ დღეში 2 ჭიქა ყავა ღვიძლის კიბოს რისკს 40%-ით ამცირებს. დღეში 2 ჭიქა ნატურალური შავი ყავა ცეროზით გამოწვეული სიკვდილის რისკს 70 %-ით ამცირებს. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ საუბარია ისეთ ცეროზზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ვირუსული ჰეპატიტი არაა.
პარკინსონის დაავადება _ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ კოფეინის მოხმარების გაზრდა, დასაშვები დოზით, პირდაპირ კავშირშია პარკინსონის დაავადების შემთხვევათა შემცირებასთან. კოფეინი უჯრედებში გარკვეულ სასიგანლო არხების ბლოკირებას ახდენს, რომელთა მეშვეობითაც პაარკინსონის დაავადების “გაშვება” ხდება ორგანიზმში.
გულის უკმარისობა _ ყავა გამოზომილი რაოდენობით გულის უკმარისობისგანაც გვიცავს. გამოზომილ რაოდენობაში მკვლევარები დღეში 3-4 ჭიქა ყავას მოიაზრებენ. ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტის დროს დღეში 4 ჭიქა ყავას სვამდნენ, გულის უკმარისობის განვითარების რისკი 11%-ით შეუმცირდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ ყავას.
მსხვილი ნაწლავის კიბო _ დღეში 1-2 ჭიქა ყავა მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 26%-ით ამცირებს, სამ ჭიქაზე მეტი კი-50%-ით.