ჩინური მედიცინა მკურნალობის ამ უნიკალურ მეთოდს ეფექტიანად იყენებს. იგი დაფუძნებულია დროზე, დღესა და ღამეზე, ანუ მზის მდგომარეობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ, როდის არის განსაკუთრებული ეფექტური ამა თუ იმ წამლის მიღება.
- 11-დან 13 სთ-მდე მზე ზენიტშია. ყველამ, ვინც სისხლის მიმოქცევას უჩივის, ნაკლები უნდა იმოძრაოს, დაისვენოს ჩრდილში.
- 13-დან 15 სთ-მდე შეუდექით წვრილი ნაწლავის მკურნალობას თქვენთვის ტრადიციული წამლებით.
- 15-დან 17 სთ-მდე გააქტიურებულია კუჭ-ნაწლავისა და საშარდე ბუშტის მუშაობა. ყველაზე ხელსაყრელი დროა მედიკამენტების მისაღებად.
- 17-დან 19 სთ-მდე მზის ჩასვლის ფაზა ეხმარება თირკმლებისა და ზურგის მკურნალობას.
- 19-დან 21 სთ-მდე, როცა ცაზე მთვარე ანათებს, იმპოტენციის და ფრიგიდულობის წინააღმდეგ დაიწყეთ მკურნალობა.
- 21-დან 23 სთ-მდე ძილის წინა პერიოდი კანის დაავადებისა და თმის ცვენის მკურნალობას მოანდომეთ.
- 23-დან 1 სთ-მდე ყველაზე მისტიკური დროა. სწორედ მაშინ უნდა გამოიყვანოთ ნაღვლის ბუშტიდან ქვები და ქვიშა.
- 1-დან 3 სთ-მდე იდეალური დროა ღვიძლის სამკურნალოდ.
- 3-დან 5 სთ-მდე სუნთქვა უჭირთ ბრონქებითა და ფილტვებით დაავადებულებს, იჩქარეთ და სწორედ ამ დროს დაეხმარეთ ორგანიზმს.
- 7-დან 9 სთ-მდე, მზის ამოსვლასთან ერთად ისაუზმეთ და დაეხმარეთ კუჭ-ნაწლავის ამუშავებას.
- 9-დან 11 სთ-მდე ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი ატრიურდება და წამალს უკეთ გადაამუშავებენ.
ავტორი