დღეს ჩოხატაური თავის პატარა შვილს დაემშვიდობება. დავით ხაბეიშვილი 22 აგვისტოს დენის დარტყმით გარდაიცვალა. დენი წყლის ჭავლის აპარატიდან გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.
დათო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. ბიჭის ცხედარს დღეს დაბლაციხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან 14 საათზე გამოასვენებენ და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.