„ახლო მომავალში, ველოდებით, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება. ახლა მაინც, როცა „ომიკრონი“ გვიტევს, მკვეთრად უნდა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, ვაქცინაცია და განსაკუთრებით – ბუსტერული დოზის გაკეთება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ის არსებულ ეპიდვითარებას სერიოზულს უწოდებს.
„ეპიდვითარება კვლავ სერიოზულია, თუმცა, ბოლო დღეებში, რამდენადმე დასტაბილურდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ის ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
ქვეყანაში ახალი შტამით – „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე 50-ს აჭარბებს.
წყარო: იმედინიუსი