ორი დღის წინ, ბათუმში,18 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში გოგონას შეყვარებულს ადანაშაულებენ და ახალგაზრდის დაკავებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ და მიცვალებულს არ დაკრძალავენ.
მშობლების თქმით, გარდაცვალებამდე გოგომ დატოვა წარწერა _„მკვლელი ნიკა“, რომელშიც შეყვარებულს მოიაზრებდა.
მათი ვარაუდით, თვითმკვლელობის მიზეზი კონფლიქტი გახდა, რომელიც შეყვარებულებს ერთი დღით ადრე მოუვიდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოკითხვები.