ასპინძაში მომხდარ მკვლელობაში გარდაცვლილის ქმარია ბრალდებული. 27 წლის ქალი ცივი იარაღითაა მოკლული.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
ამასთან, დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იმ მამაკაცის მამაა, ვისზეც ბრალდებული ეჭვიანობდა. მას ჭრილობა თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
შსს-ს განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 35 წლამდე მამაკაცი დაკავებულია. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11-108-ე მუხლითაა დაწყებული.
ასევე, კიდევ ერთი პირის დაშავების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
1tv.ge