მკვლელობა მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში.
თანასოფლელი, 47 წლის მამაკაცი ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილმა პოლიციელმა მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდნენ, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ.
შელაპარაკების დროს მამაკაცმა, 47 წლის თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.