კასპში, სასაფლაოზე 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროs ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.