ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეში, ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაზე, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორჩაძეს სასჯელის მოხდის ვადაში 8 ივნისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაეთვალა.
მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 8 ივნისს დააკავეს.