ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ლაგოდეხში, სოფელ კაბალში.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი.
როგორც რამის ამიროვი აცხადებს, ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მიდის.
“ჯერჯერობით, არაფერი ვიცი. ამ წუთას დამირეკეს და შემთხვევის ადგილზე მივდივარ”, _ ამბობს ამიროვი.
ადგილზე ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.
შინაგან საქმეთა სამინსტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


































































