მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე, რომელიც სამი დღის განმავლობაში იმალებოდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, პოლიციას ჩაბარდა.მკვლელობა სოფელ მულახში 20 აპრილს მოხდა. პროკურატურის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრემ შელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
მულახში მომხდარ მკვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
































































