მკვლელობა მოხდა ზესტაფონში. თამარ მეფის ქუჩაზე ახლაგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.