მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი და”მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის განცხადებას და იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო მინერალსა და ვიტამინზე უარი თქვა:
“მკვლელობის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ.
სამარცხვინო და დამნაშავე იუსტიციის მინისტრის ტყუილებმა ფაფებზე და მიშას კარგად ყოფნაზე, ის გამოიწვია, რომ სააკაშვილმა შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ყველა დასახელების მიღება შეწყვიტა, მედიკამენტების ჩათვლით.
ყველაფერს იმახსოვრებს საზოგადოება. ყველაფერს უკლებლივ”,- წერს ნიკა გვარამია.