ავსტრალიაში მკვლელობისთვის ძებნილი მალკოლმ ნადენი 6 წლის განმავლობაში ზოოპარკში იმალებოდა და ცხოველების საკვებს იპარავდა. ამის შესახებ Daily Mailწერს.
აღნიშნული ისტორიაზე მოთხრობილია წიგნში The Contracter, რომელიც დღეს გამოიცა.
2005 წელს ორმაგი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ნადენმა ზოოპარკს შეაფარა თავი, ის იპარავდა ცხოველებისთვის განკუთვნილ საკვებს, ღამით კი მარტორქის ვოლიერში ეძინა. მისი პოვნა მხოლოდ 2012 წელს მოხერხდა.
სასამართლომ ნადენს ორმაგი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.