ანგოლას ღრმა ჯუნგლებში მეცნიერებმა ახალი სახეობის პრიმატი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მკვლევარებმა ცხოველის პოვნა ხმის მეშვეობით შეძლეს, რომელსაც ის გამოსცემდა.
როგორც ცნობილია, ახალ სახეობას აღმომჩენებმა galagoides kumbirensis უწოდეს.
გავრცელებული ცნობით, ციყვის მსგავსი ცხოველის ზომა კუდის გარეშე 6 დიუმს აღწევს.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ტყის ბინადარი სახეობების წინაშე მდგარ საფრთხეებზე ყურადღება გამახვილდება.