“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 11 მაისს, მთაწმინდის პარკში, „ანდერვილიში“ გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.
მმართველი პარტიის ყრილობა 16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება პროცედურული ნაწილი, ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ყრილობის მიმდინარეობას ადგილბრივ განთავსებულ მედია ცენტში ადევნონ თვალი.
ყრილობის დარბაზში კი მხოლოდ მოძრავი სატელევიზიო სადგურის ვიდეო კამერები იმუშავებენ.
მედიას კომენტარების ჩაწერა მხოლოდ ყრილობის დასრულების შემდეგ შეეძლება.