„გურიაში 26 მაისის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. მნიშვნელოვანი ნალექი მთაგორიან ტერიტორიაზე ამ საღამოსაა მოსალოდნელი“,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, ხვალ გურიაში ღრუბლიანი ამინდი იქნება და მოსალოდნელია მცირე წვიმა. ნალექი იქნება 25 მაისსაც.
„27 მაისიდან 29 მაისის დღის პირველ ნახევრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღეიდან 25 მაისის ჩათვლით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 26 -27 მაისს დაახლოებით +28 გრადუსამდე მოიმატებს, 28 მაისს კი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და 28-29 მაისს შესაძლებელი +31 გრადუსამდე დაფიქსირდეს. 30 მაისიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს“,_ გვითხრა გვაზავამ.