დღეს, 16 აგვისტოს, 13:37 წუთზე სურვილების ჩაფიქრების დროა.
„16 აგვისტოს ახალმთვარეობის პიკი გვაქვს ლომში. ლომი ის ერთადერთი და განსაკუთრებული ნიშანია, რომელსაც მართავს მზე. მზე კი ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაა, ენერგო ტონუსი, რომელსაც შეუძლია ჩვენი გათბობა როგორც შიგნიდან, ისე გარედან.
მზე გვაძლევს მოტივაციას, რომ მივიდეთ ჩვენს მიზნებთან. მზე არის სიყვარული, სიხარული და სინათლე. უყურეთ მზის ამოსვლას და ჩასვლას, წარმოიდგინეთ როგორც შემოდის მისი ენერგია თქვენს სხეულში და სურვილების ჩაფიქრების დროს პატარა ჟურნალივით გააკეთეთ, თუნდაც თქვენს გონებაში, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ცხოვრების რა ასპექტში მჭირდება უფრო მეტი სინათლის შემოტანა, რა რესურსების გააქტიურება მჭირდება იმისთვის, რომ ჩემს მიზნებთან მივიდე ბოლომდე და რა ცვლილებები და სიახლეები მჭირდება იმისათვის, რომ თუნდაც ჩემი შინაგანი ბავშვი გავახარო, გავანებივრო და უფრო მეტი სიამოვნებები და სიხარული შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში“. _ წერს მანიფესტაციის და პოზიტიური განწყობის ბლოგერი, „Lunas magic store”.