გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, დღეს, დილიდან უმნიშვნელოდ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის მაქსიმალური გაუარესებაა მოლსალოდნელი.
„გურია ნიუსი“ „გზამშენი-18“-ის დირექტორს, თემურ ჯახვას ესაუბრა და ჰკითხა, პირველ რიგში, როგორ ემზადებიან საგზაო უსაფრთხოებისთვის, ტრანსპორტის გადაადგილებისას.
_ დიახ, ვიცით, რომ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ზამთარია და ისედაც ცხადია, რომ ასეთი რამ მოხდება. ჩვენ მობილიზებული ვართ. დაწესებულია სადღეღამისო მორიგეობა. გაგვაჩნია ქვიშა-მარილის სამყოფი მარაგი, როგორც ოზურგეთში, ისე ჩოხატაურში. შესაძლოა, სადმე რაიმე შეფერხება მოხდეს, რისგანაც არავინაა დაზღვეული, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით , ეს დიდხანს არ გაგრძელდეს, _ განაცხადა თემურ ჯახვამ „გურია ნიუსთან“.