ლაგ ბაომერის დღესასწაულზე ლონდონში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Sun-ი წერს.
ინციდენტის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 დაშავებული სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველები აფეთქების მიზეზად დანთებულ კოცონში ჩავარდნილ მობილურ ტელეფონს ასახელებენ.