ინდოეთში მობილურით თამაშის გამო 10 სტუდენტი დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ FRANCE 24 ავრცელებს.
საქმე თამაშ PUBG-ს ეხება, რომელსაც ქვეყნის ერთ-ერთმა მინისტრმა „დემონი ყველა სახლში“ უწოდა.
შემთხვევა ინდოეთის შტატ გუჯარატში მოხდა.
გუჯარატი ერთადერთია, სადაც აკრძალულია თამაში, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი გადაწერა აქვს.
მშობლების და მასწავლებლების განცხადებით, თამაში ძალადობას ხელს უწყობს და მოსწავლეებს სწავლისგან ყურადღება გადააქვთ.
ამ დროისთვის სტუდენტები გირაოს გადახდის შედეგად თავისუფლები არიან.