ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 58 288 ამომრჩეველია. არჩევნების დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 46 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან ხუთ უბანზე ტრადიციულ მეთოდით გაიმართება არჩევნები, დანარჩენ უბანზე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს ამომრჩეველი ხმის მიცემას.
_ ერთი უბანი იქნება დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში, ორი უბანი სოფელ შრომაში და ორი უბანი ურეკში გაიმართება ტრადიციული მეთოდებით ხმის მიცემა.
მობრძანდით ყველა და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. პირველად ტარდება საქართველოში ასე ფართო მაშტაბით ტექნოლოგიებით გამოყენებით არჩევნები და შესაბამისად, ველოდებით ამომრჩევლებს. – გვითხრა ბერდია ლომიძემ.