ეს ფოტო ოზურგეთის ტერიტორიაზე არის გადაღებული. ფოტო „გურია ნიუსს“ დღეს მიაწოდეს.
“დაახლოებით ექვსი ნაძვის ხე არის მოჭრილი. როგორც ვნახე არცერთი ხე გამხარი არ იყო. ეტყობა, არავის არ აწუხებს ამ ხეების ბედი. როგორ შეიძლებოდა ამ ნაძვის ხეების მოჭრა და განადგურება“, – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხვედოლობის სამსახურის უფროსი თემურ ჭანუყვაძე ამბობს,რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს და შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა.
„ეს ხეები კერძო საკუთრებაში იყო. დეტალებს ვსწავლობთ“, – გვითხრა თემურ ჭანუყვაძემ.
მოგვიანებით “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა თემურ ჭანუყვაძე და შემდეგი სახის ინფორმაცია მიაწოდა:
_ მოჭრილია 9 ნაძვის ხე და ის ტერიტორია, რომელზედაც მოიჭრა ეს ხეები მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. ის კერძო კუთვნილებაა.