ამ წუთებში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცხოველთა მონიტორინგის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.
ისინი მსხვილფეხა საქონლის დაჭერას ცდილობენ, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე დილიდან იმყოფებიან და რომლის შესახებაც “გურია ნიუსმა” ვიდეო მასალა უკვე გამოაქვეყნა.
როგორც „გურია ნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, 3 ძროხა და 2 ხბო უმეთვალყურეოდ გადაადგილდებოდნენ.
„თბილისის საკრებულოს აქვს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზონებად დახაზული. მსხვილფეხა საქონელი წითელ ზონაში, სადაც მათი ყოფნა არ შეიძლება, უმეთვალყურეოდ გადაადგილდებოდა. ისინი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთ სკვერში გადაადგილდებოდნენ, სადაც ნარგავებია დარგული და გაანადგურებდნენ ჩვენი ჯგუფები, რომ არ მისულიყვნენ.
ადგილზე რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული, როგორც საჯარიმო, ასევე გადამყვანი ჯგუფები. რამდენიმე მათგანი უკვე დაჭერილია. ძროხებს დაკავების შემდეგ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ“,_აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
ამავე თემაზე: “მოდულთან” მობილიზებული ძროხები (ვიდეო)