„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა, თავმჯდომარე პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე გახდა. ბრიფინგზე ჩხეიძე პარტიის ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ წარადგინა. თავად ნატო ჩხეიძე 2016 წელს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვდა.
„ძალიან ფართო და სიღრმისეული მოლაპარაკებების შედეგად წარმოგიდგენთ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე. ჩვენი პარტია, ქალბატონი ნატოს მეოხებით, გავხდით საპარლამენტო პარტია”, _ თქვა მაჭუტაძემ.
ნატო ჩხეიძის თქმით, პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში.
„მით უფრო აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა, როცა ხედავ, ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა”, _ თქვა ნატო ჩხეიძემ.