ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსახულებიანი პლაკატები გამოჩნდა დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში წარწერით _ „მოღალატე ჯაშუშები“.
ცნობისთვის, გასულ კვირას “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ლანჩხუთის ცენტრში არჩილ თალაკვაძისა და ნინო წილოსანის გამოსახულებიანი პლაკატები გააკრეს „საქართველოს სირცხვილი“, „რუსული კანონის ხელმომწერი“, „პუტინის მონა”- ამ შინაარსის წარწერებით.
„ისედაც და მითუმეტეს, ვნების კვირაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი საქციელი სამარცხვინოა. თუმცა, ამათ უკვე არაფრის აღარ რცხვენიათ, ქართული ანდაზისა არ იყოს, ჩემი შენ გითხარიო, ისე ჭირთ“,- ამბობს „ლელოს“ ლანჩხუთელი ლიდერი გოჩა ჯანაშია ლანჩხუთის ქუჩებში გამოჩენილ პლაკატებთან დაკავშირებით.