“მოგიწოდებთ ყველას, რომ მივცეთ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი”, _ განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრაზე:
“ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ რაც ეხება არჩევნებს. 2012 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ვატარებთ მეექვსე არჩევნებს. ხუთ არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული. ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თვენი დახმარებით. მე თქვენ მოგიწოდებთ, ყველას, რომ მივცეთ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩემი ხმა პირადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.