ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული კრიზისია.
კუბიულიუსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს არაპოლიტიზაციას და სამართლიან საპარლამენტო პროცესს.
კუბილიუსმა მხარეებს მოუწოდა, ნამდვილი ევროპელებივით მოიქცნენ.
“მოვუწოდებ, მოიქცნენ როგორც ეს ნამდვილ ევროპელებს შეეფერებათ. მივესალმები შარლ მიშელის ჩართულობას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ჩვენს მეგობრებს ესმით, რომ ეს ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობაა და საქართველოში ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებ, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა კუბილიუსმა.